თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც პროცესების ავტომატიზაცია და რესურსების ოპტიმიზაცია კომპანიის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანი ERP-სისტემის ინტეგრაცია.
მართალია, ERP-სისტემების ბაზარზე არაერთ ცნობილ მოთამაშეს შეხვდებით, რომლებიც მრავალფეროვან პროდუქტებს და სერვისებს ქმნიან, თუმცა ფასის, ხარისხისა და ფუნქციონალის შეფარდებით რთულია Odoo-ს კონკურენტი მოვუძებნოთ.
ამ ბელგიური კომპანიის ისტორია 2005 წელს იწყება, როცა ბელგიელმა ანტრეპრენიორმა, ფაბიენ პინკერსმა ინოვაციური სტარტაპი – TinyERP შექმნა. კომპანია არნახული ტემპით განვითარდა, ხოლო 2014 წელს სახელი გადაირქვა – მას შემდეგ, ის ცნობილია, როგორც Odoo.
ამჟამად Odoo ბიზნეს-სისტემების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური მოთამაშეა, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს, სადაც 6,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. რაც მთავარია, Odoo-ს სერვისებს ყოველთვიურად 16,000-ზე მეტი კომპანია და 15 მილიონი მომხმარებელი იყენებს, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: Toyota, Sodexo, Decathlon, Louis Vuitton, Carrefour, Qatar Investment Authority და WWF.
მსხვილ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, Odoo-ს ძირითად აუდიტორიას მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი წარმოადგენს და შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის ამ სეგმენტში კომპანია ფაქტობრივად უკონკურენტოა, რადგან თანამედროვე SME-ები ყველაზე ხშირად სწორედ Odoo-ს სერვისებს ირჩევენ. საერთო ჯამში, Odoo გლობალური ბაზრის 15%-იან წილს აკონტროლებს და ის გამორჩეულად სწრაფი ტემპით იზრდება.
ბუნებრივია, ასეთი სწრაფი განვითარება ინვესტორების დაინტერესებას იწვევს, სწორედ ამიტომაც Odoo-ში კაპიტალს წამყვანი ფონდები და საინვესტიციო კომპანიები აბანდებენ, მათ შორის: Google, Sequoia, General Atlantic, Summit Partners, BlackRock და AVP.
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, თუ რა გამოარჩევს Odoo-ს კონკურენტებისგან? – Odoo-ს პლატფორმა მოდულარულ არქიტექტურას ეფუძნება, რაც კლიენტ კომპანიას საშუალებას აძლევს ფუნქციონალი ნაბიჯ-ნაბიჯ და საჭიროების მიხედვით დაამატოს. ამ ფილოსოფიის დამსახურებით, Odoo მეტად მოქნილი და მარტივად მასშტაბირებადი პლატფორმაა.
Odoo-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ღია კოდია, რომელიც მომხმარებელს სისტემის საკუთარ მოთხოვნებზე მორგების და, შესაბამისად, შეცვლის საშუალებას აძლევს. ამავდროულად, Odoo-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც ლოკალურად, ასევე ქლაუდზე, რაც ზოგიერთი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Odoo-ს ფუნქციონალი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, რაც თანამედროვე ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორისაა:
1. რესურსების მართვა
2. ფინანსები და ბუღალტერია
3. ფინანსური ანგარიშგება და ანალიტიკია
4. შესყიდვები
5. კლიენტებთან ურთიერთობა
6. ვებსაიტების და ონლაინ-მაღაზიების შექმნა
7. პროექტებისა და დავალებების მენეჯმენტი
8.ადამიანური კაპიტალი
9. წარმოება
10. მარკეტინგი
11. ბიზნეს ანალიტიკა
როგორც ამ ჩამონათვალიდან ჩანს, Odoo-ს სისტემა ბიზნესის ოპერირებისათვის საჭირო ყველა მოდულს მოიცავს და რაც მთავარია, დამკვეთ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ზუსტად ის ფუნქციონალი აირჩიოს, რომელიც მას რეალურად სჭირდება.
კონკურენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ERP-პლატფორმებისგან განსხვავებით, Odoo-ს მომხმარებელს არ უწევს მისთვის არასაჭირო მოდულების ინტეგრაცია და ზედმეტი ხარჯების გაწევა, რაც, საბოლოო ჯამში, რესურსების დაზოგვას იწვევს.
აქვე, ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ვთქვათ, თუ რა სარგებელს იღებენ Odoo-ს მომხმარებლები: ოპტიმალურად განაწილებული რესურსები, დაზოგილი ხარჯები, გაუმჯობესებული ეფექტიანობა, გამარტივებული პროცესები და გაზრდილი შემოსავლები – ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც Odoo-ს მიერ შექმნილი ERP-სისტემით აღჭურვილი ბიზნესები იღებენ.
მართალია, მრავალფეროვნება, მოდულარულობა და მოქნილობა Odoo-ს მთავარი უპირატესობაა, თუმცა თავად ეს თვისება გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის. საქმე ისაა, რომ Odoo-ს სისტემის სწორად დასანერგად და მისი პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია გამოცდილი დეველოპერული პარტნიორის ყოლა, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს. საქართველოში, ეს კომპანია Proxima Solutions-ია, რომელსაც ERP-სისტემების დანერგვის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.
Proxima Solutions-ის გუნდი Odoo Ready Partner-ის სტატუსით სარგებლობს და თან, Odoo-ს მიერ პარტნიორ კომპანიებზე გაცემული სერტიფიკატების რაოდენობით ქართული კომპანია გლობალურ ტოპ 1%-ში ხვდება.
ამრიგად, Proxima Solutions-ის გუნდს შეუძლია არა მარტო Odoo-ს ERP-სისტემის სრულად დანერგვა, არამედ მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, სისტემის მოდიფიცირება და უნიკალური ფუნქციონალის შექმნა, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული დამკვეთი კომპანიის სურვილებზე და საჭიროებებზე.