თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც კომპანიების წარმატებას ციფრული ტექნოლოგიები განსაზღვრავენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელსაც ზუსტად შეუძლია შენზე მორგებული სერვისების და გადაწყვეტების შექმნა.
უკვე 11 წელია, რაც Proxima Solutions-ის გუნდი სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. რაც მთავარია, ამ ERP-სისტემების დეველოპერულ კომპანიას უკლებლივ ყველა პროექტი 100%-იანი წარმატებით აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
დამსახურებული მიღწევებისთვის Proxima Solutions-ს Microsoft-ისგან უმაღლესი - Gold Partner-ის სტატუსი აქვს მიღებული, რომელიც კომპანიამ უმოკლეს დროში მოიპოვა.
2024 წელს Proxima Solutions-ი Odoo-ს Ready პარტნიორი გახდა. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით Odoo-ს პარტნიორებს შორის სერტიფიკატების რაოდენობით Proxima Solutions-ი დეველოპერული კომპანიების 1%-ში შედის, რაც ინდუსტრიის ლიდერების მხრიდან გამოცხადებულ ნდობაზე და აღიარებაზე მიუთითებს. მიღწევების მიუხედავად, კომპანია აქ არ ჩერდება და წელს Proxima Solutions-ს სერტიფიკატების რაოდენობის 50%-ით გაზრდა აქვს დაგეგმილი.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თენგიზ ამურველაშვილი განმარტავს, Proxima Solutions-ის წარმატებას დამკვეთ კომპანიებთან ურთიერთობის უნიკალური მიდგომა და გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს.
„Proxima Solutions-ს ის გამოარჩევს, რომ ჩვენ კლიენტს არა უბრალოდ ERP-პლატფორმის ინტეგრაციაში, არამედ ზუსტად მის საჭიროებებზე მორგებული, უნიკალური სისტემის შექმნაში ვეხმარებით.
თუკი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს გადახედავთ, დაინახავთ, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბების კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, რომელთაც კომპლექსური ბიზნესსტრუქტურა და საოპერაციო პროცესები გამოარჩევთ. წლების განმავლობაში, ეს კომპანიები ჩვენს მომსახურებას იმიტომ ირჩევენ, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ როგორც სისტემის დანერგვაზე, ასევე მის მოდიფიცირებაზე და დეველოპმენტზე – რაც მთავარია, ოპტიმალურ დროში და ხარისხიანად“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, თენგიზ ამურველაშვილი.
კლიენტების და განხორციელებული პროექტების მასშტაბები ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან სწორედ Proxima Solutions-ის დახმარებით წყლის მომარაგების უმსხვილესმა ქართულმა კომპანიამ, GWP-მ უნიკალური და ყოვლისმომცველი ERP-სისტემა მიიღო, რომლითაც დღეს Georgian Water and Power-ის საქმიანობის ყოველი ასპექტი იმართება, რაც 510,000-მდე აბონენტის ყოველდღიურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემური კომპანიის, Telmico-ს ციფრული ტრანსფორმაციაც Proxima-ს გუნდის დამსახურებაა, რომელმაც კომპანიაში 2024 წელს თანამედროვე ბილინგის სისტემა დანერგა, რაც, თავის მხრივ, Telmico-ს გამართულად ფუნქციონირებაზე და 720,000-მდე აბონენტის უწყვეტად მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.
ცხადია, Proxima Solutions-ის გამოცდილება მხოლოდ კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მომსახურებით არ შემოიფარგლება. მისი დახმარებით ციფრული ტრანსფორმაცია განიცადეს: Galt & Taggart-მა, IDS Borjomi-მ, Global Beer Georgia -მ, NCDC-იმ და მსხვილმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, CFAO-მ.
„ჩვენი წარმატება იზომება არა მხოლოდ დანერგილი სისტემების რაოდენობით და პარტნიორი კომპანიების მასშტაბებით, არამედ კლიენტების მიერ ბიზნესში მიღწეული რეალური შედეგებით. გაზრდილი ეფექტიანობა, დაზოგილი ხარჯები, გამარტივებული და აჩქარებული ოპერაციები, კონტროლი პროცესებზე და მომატებული შემოსავლები – ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი კლიენტები Proxima-ს დახმარებით იღებენ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ.
ასეთ შედეგზე გასვლის საშუალებას ჩვენი გასაოცარი გუნდი გვაძლევს, რომელიც უდიდესი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ფაქტობრივად 24/7-ზე შეუძლიათ მუშაობა და ნებისმიერი სახის პრობლემებთან გამკლავება“, – აცხადებს Proxima Solutions-ის CEO, გიორგი ხაბეიშვილი.
ERP-სისტემების დეველოპმენტთან ერთად, Proxima Solutions-ის გუნდი ნებისმიერი სირთულის სააღრიცხვო სისტემების შექმნას, შესაბამისი მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს, AI-ის მეშვეობით პროცესების ავტომატიზაციას და მონაცემთა ანალიზს უზრუნველყოფს.
„ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ის ნდობაა, რომელიც ჩვენმა კლიენტებმა წლების განმავლობაში გამოგვიცხადეს. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, არ შევწყვიტოთ განვითარება და შევქმნათ საუკეთესო სერვისი, რომელიც საქართველოსა და რეგიონშია ხელმისაწვდომი“, – ამბობს Proxima Solutions-ის დამფუძნებელი.