ყოვლისმომცველი სერვისები თქვენი საჭიროებებისთვის

ინდივიდუალურად შექმნილი ბიზნეს პროგრამებით დაწყებული, პროფესიონალური ERP-სისტემებით დამთავრებული — ჩვენი სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი გაიზარდოს, განვითარდეს და ლიდერად იქცეს.

ჩვენი სერვისები

ERP სისტემის  დანერგვა

Proxima Solutions უზრუნველყოფს ERP-სისტემების სრულფასოვან დანერგვას, რათა კომპანიებმა მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები.

ჩვენი გადაწყვეტები:

• Microsoft Dynamics 365 F&O
• Microsoft Dynamics AX 2012
• Odoo Enterprise

CRM სისტემის დანერგვა

Proxima ეხმარება ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში პერსონალიზებული CRM-გადაწყვეტებით.  საშუალო და მსხვილ კომპანიებთან მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებით შექმნილი პლატფრომების დახმარებით შეგიძლიათ მოაგროვოთ და დაამუშაოთ მონაცემები და გაყიდვები ავტომატური გახადოთ.

მხარდაჭერილი პლატფორმა:

• Odoo CRM

პერსონალიზებული დეველოპმენტი

დამკვეთის სურვილების, სამუშაო პროცესების და გრძელვადიანი მიზნების შესახებამისად ვქმნით მაღალი დონის ვებ და მობილურ გადაწყვეტებს. პროცესების ავტომატიზაცია, მასშტაბური პლატფორმების შექმნა თუ მობილური აპლიკაციები — ყველა ამ მიმართულებით, ჩვენი გუნდი თანამედროვე და დროში გამოცდილ ტექნოლოგიებს იყენებს.

მონაცემთა ინჟინერია, მეცნიერება და BI

Proxima Solutions-ის გუნდი გარდაქმნის დაუმუშავებელ მონაცემებს ღირებულ ანალიტიკად. ვქმნით მონაცემთა არქიტექტურებს, პროგნოზულ მოდელებსა და რეალურ დროში განახლებად BI-დაფებს — რათა კომპანიებმა სწრაფი და ჭკვიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება

Proxima უზრუნველყოფს თქვენი ERP-ის, CRM-ის და მონაცემთა ბაზების სისტემების სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. პარალელურად, მუდმივად გთავაზობთ პროაქტიულ და პროფესიონალურ მხარდაჭერას, რაც საშუალებას მოგცემთ სისტემის მწყობრში შენარჩუნებაზე ფიქრის ნაცვლად, ბიზნესის ზრდაზე კონცენტრირდეთ.

სპეციალისტების აუთსტაფინგი

საჭიროების შემთხვევაში, Proxima თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სხვადასხვა დონის და როლის ERP-სპეციალისტებს გაგაცნობთ.  ჩვენი ექსპერტები მარტივად ინტეგრირდებიან თქვენს გუნდში, რაც ხელს უწყობს სწრაფ მიწოდებას, ხარჯების შემცირებას და პროექტების ეფექტიანად მართვას.