ჩვენ გვენდობიან წამყვანი კომპანიები საქართველოდან და ევროპიდან, რომელთაც ვაწვდით ERP, CRM, ბილინგის, დოკუმენტებისა და პროექტების მართვის სისტემებს, რომლებიც ოპერაციულ სრულყოფილებას უზრუნველყოფენ.
ჩანაწერების მართვა, არქივირება და 3PL ლოგისტიკა
დასტას, რომელიც წამყვანი კომპანიაა საქართველოში უსაფრთხო ჩანაწერების მართვის, არქივირებისა და მესამე მხარის ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში, საკუთარი ოპერაციების, განსაკუთრებით კი საწყობის მართვის შესაძლებლობების და მომხმარებელთა რთული ბილინგის პროცესების გასამარტივებლად, ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა.
Proxima Solutions-მა Dasta Records Management-ში Odoo 18 დანერგა, რითაც დამკვეთისთვის შექმნა გადაწყვეტა, რომელიც იდეალურად ერგება 3PL სერვისების მქონე კომპანიის საჭიროებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასაწყობო მართვაზე და ბილინგის პროცესის ავტომატიზაციაზე.
ვრცლად...საავტომობილო დისტრიბუცია (მანქანები, სათადარიგო ნაწილები, კაპიტალური საქონელი)
საფრანგეთში დაფუძნებულ CFAO Automotive-ს, რომელიც აფრიკის საავტომობილო დისტრიბუციის წამყვანი მოთამაშეა, მანქანების და სათადარიგო ნაწილების რთული ინტერკონტინენტური გადაზიდვების სამართავად ERP-სისტემა სჭირდებოდა. დამკვეთს მიწოდების ჯაჭვის სრული ინტეგრირება სურდა, შესყიდვებით და ტრანსპორტირებით დაწყებული, მარაგების მართვით და გაყიდვებით დამთავრებული, მათ შორის განაწილების მოწინავე ლოგიკით.
Proxima Solutions-მა, როგორც პარტნიორი კომპანია Prodware-ის (Prodware Czech და Prodware France) ქვეკონტრაქტორმა, CFAO Automotive-ში Microsoft Dynamics 365 for Finance & Operations-ის დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანა. პროექტის ფარგლებში, დამკვეთისთვის მისი გლობალური მიწოდების ჯაჭვის საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტა შევთავაზეთ.
ვრცლად...კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგიის საცალო გაყიდვები)
თელმიკოს, რომელიც თბილისის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია და ასობით ათას ოჯახს და კომპანიას ემსახურება, ეფექტიანი ბილინგის სისტემა სჭირდებოდა, რომლითაც API-ების საშუალებით მიღებული მრიცხველის მონაცემებიდან ზუსტი ანგარიშგების შექმნის საშუალებას მისცემდა.
2024 წელს Proxima Solutions-მა თელმიკოში ბილინგის მოდული დანერგა, რომელიც მოქნილ პლატფორმაზე არის დაშენებული. ეს გადაწყვეტა კონკრეტულად თელმიკოს, როგორც ელექტროენერგიის მსხვილი საცალოდ მოვაჭრე კომპანიის საჭიროებებს იყო მორგებული.
ვრცლად...მშენებლობა და დეველოპმენტი (ბეტონის წარმოების ჩათვლით)
ქართული სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Mega Holding-ი მოძველებულ უზრუნველყოფას იყენებდა, რის გამოც ოპერაციულად არაეფექტიანი იყო. კრიტიკული პრობლემა ხარჯების არაზუსტი აღრიცხვა იყო, როგორც სამშენებლო პროექტებში, ისე ბეტონის ფილების და სხვა მსგავსი მასალების წარმოებისას.
Proxima Solutions-მა Mega Holding-ში Microsoft Dynamics AX 2012 დანერგა - ყოვლისმომცველი ERP-სისტემა, რომელიც სრულად ფარავს მშენებლობის და წარმოებაზე დაფუძნებული მიწოდების ჯაჭვის ფუნქციებს.
ვრცლად...F&B (მინერალური წყალი)
გაყიდვების, დისტრიბუციის და წარმოების ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის, IDS ბორჯომის ჯგუფის ძირითად ერთეულებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ERP-გადაწყვეტები სწრიდებოდათ, მათ შორის კონტრაქტების მართვა, შესყიდვები და ქარხნის ფინანსური სისტემა.
Proxima Solutions-მა Dynamics AX-ის ორი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი სისტემა დანერგა - IDS Georgia-ში 2013 წელს, ხოლო პირველ ქარხანაში 2014 წელს.
ვრცლად...F&B (მინერალური წყლების დისტრიბუცია ევროპაში)
IDS Europe-ს, როგორც მინერალური წყლების წამყვანი მწარმოებლის, IDS ბორჯომის ჯგუფის ევროპულ ფილიალს, კონტინენტზე სადისტრიბუციო ოპერაციების სამართავად ძლავრი და ეფექტიანი ERP-სისტემა სჭირდებოდა. მიზნებს შორის იყო: ძირითადი პროცესების გამარტივება, ფინანსური კონტროლის გაუმჯობესება და გაყიდვებისა და მარაგების მართვის ოპტიმიზაცია.
2013 წელს Proxima Solutions-მა IDS Europe-ში Dynamics AX-ის განახლება და დანერგვა დაიწყო. პროექტი სრულად სულ რაღაც 4 თვეში დასრულდა, რაც ჩვენ მიერ სწრაფი დანერგვის შესაძლებლობას ადასტურებს.
ვრცლად...Food & Beverage (მინერალური წყლების გაყიდვა და დისტრიბუცია)
IDS Borjomi თბილისი მინერალური წყლების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც მასშტაბური ოპერაციებისთვის, მათ შორის მარაგების სამართავად, გაყიდვებისთვის და რთული ფინანსური პროცესებისთვის ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა. დროთა განმავლობაში, საჭირო გახდა არსებული შესაძლებლობების გაფართოება, განსაკუთრებით მობილური გაყიდვების, მარაგების მართვის და კომპლექსური გაყიდვების მიმართულებით.
Proxima Solutions-მა IDS Borjomi Tbilisi-ისთვის ორეტაპიანი პროექტი დაიწყო: თავდაპირველად, 2011 წელს კომპანიაში Microsoft Dynamics AX 2009 დაინერგა, რასაც 2019 წელს გაუმჯობესებული Dynamics AX-ის დანერგვა მოჰყვა. ამ მრავალფაზიანი მიდგომის დამსახურებით, შევქმენით ERP-სისტემა, რომელიც IDS Borjomi-ის მზარდ ინტერესებს ერგება.
ვრცლად...ფინანსური სერვისები (საინვესტიციო, საბროკერო და კვლევა)
Galt & Taggart-ი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების, მათ შორის საბროკერო ოპერაციებისთვის და ძირითადი ბიზნესსაქმიანობის მართვისთვის ყოვლისმომცველი ERP-სისტემის დანერგვა სურდა.
Proxima Solutions-მა Galt & Taggart-ში Microsoft Dynamics AX დანერგა, რითაც კომპანიის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა შექმნა, მათ შორის საკუთარი საბროკერო მოდული.
ვრცლად...Food & Beverage (ლუდის წარმოება და დისტრიბუცია)
Global Beer Georgia საქართველოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ბიზნესოპერაციების ოპტიმიზაცია და ინტეგრაცია სურდა. ამისთვის, კომპანიას ისთვისაც ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა, რომლითაც წარმოების კომპლექსურ, მრავალნაბიჯიან პროცესს და მასშტაბურ მიწოდების ჯაჭვს გააკონტროლებდა, გაყიდვებთან და დისტრიბუციასთან ერთად.
2017 წელს, Proxima Solutions-მა, არასრულ თორმეტ თვეში, წარმატებით დანერგა Microsoft Dynamics AX კომპანია Global Beer Georgia-ში, არასრულ თორმეტ თვეში.
ვრცლად...კომუნალური მომსახურება
GGU ჯგუფში შემავალი კომპანია GWP, რომელიც 3,500-ზე მეტს თანამშრომელს ასაქმებს და კომუნალური სერვისების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია ქვეყანაში, ოპერაციულად არაეფექტიანი იყო, რასაც მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა, შესყიდვების, მარაგების მართვის და HR-ის მიმართულებით მანუალური პროცესის არსებობა და ინტეგრირებული ციფრული სისტემების არარსებობა განაპირობებდა.
Proxima Solutions-მა GGU ჯგუფში შემავალ ექვსივე კომპანიაში Microsoft Dynamics AX დანერგა. თანაც, კომპლექსური პროექტი სამ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა.
ვრცლად...