ჩვენი ინოვაციური გადაწყვეტები თქვენი წარმატებისთვის

Microsoft Dynamics 365 F&O

მძლავრი ღრუბლოვანი ERP-სისტემა საშუალო და დიდი კომპანიებისთვის, რომლის დახმარებით შესაძლებელია ფინანსების ოპტიმიზაცია, მიწოდების ჯაჭვის გამარტივება და სხვადასხვა დეპარტამენტის ოპერაციების გამარტივება ერთ სივრცეში — ფინანსებით და წარმოებით დაწყებული, გაყიდვებით და შესყიდვებით დამთავრებული.

• ფინანსების მართვა – ბიუჯეტირება, პროგნოზირება და კონსოლიდაცია
• მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია – მარაგების, ლოგისტიკის და წარმოების მონიტორინგი რეალურ დროში
• წარმოების კონტროლი – დაგეგმვიდან, შესრულებამდე
• პროექტების მართვა – რესურსების განაწილება, ხარჯების კონტროლი და ინვოისირება
• ავტომატიზაცია და AI – პროგნოზული ანალიტიკა და ჭკვიანი პროცესები
• გლობალურობა – მრავალვალუტიანი, მრავალენოვანი და მრავალკომპანიიანი მხარდაჭერა

გაიგე მეტი  Dynamics 365 F&o-ზე
Odoo

Odoo Enterprise

Odoo Enterprise არის მოდულური, ყოვლისმომცველი ERP-პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ზომის ბიზნესს ეხმარება, როგორც ციფრულ ტრანსფორმაციაში, ასევე პროცესების ავტომატიზაციაში და ოპერაციების გამარტივებაში — ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით. 40-ზე მეტი საბაზისო მოდულით და ათასზე მეტი გაფართოებით, Odoo ფარავს ბიზნესის ყველა მიმართულებას:

• გაყიდვები და CRM – CRM, გაყიდვები, აბონემენტები, გაქირავება
• ფინანსები – ბუღალტერია, ინვოისირება, ხარჯები, კონსოლიდაცია
• მარაგები და ლოგისტიკა – საწყობი, შესყიდვები, ბარკოდები, Dropshipping
• წარმოება – MRP, PLM, ხარისხი, ტექნიკური მომსახურება
• HR – თანამშრომლები, ხელფასები, რეკრუტინგი, შვებულება, ავტოპარკი
• პროექტები და პროდუქტიულობა – პროექტები, დროის აღრიცხვა, დაგეგმვა, გარე სერვისები
• მარკეტინგი – ელფოსტა, სოციალური მედია, ავტომატიზაცია, ღონისძიებები, გამოკითხვები
• ელექტრონული კომერცია და ვებსაიტი – საიტის კონსტრუქტორი, ონლაინ მაღაზია, ბლოგი, eLearning, ჩატი
• POS – საცალო და რესტორნის გაყიდვების სისტემები აპარატურის მხარდაჭერით
• თანამშრომლობა – დოკუმენტები, დამტკიცებები, ცოდნა, Helpdesk
• ოპერაციები – Studio (აპლიკაციების კონსტრუქტორი), IoT, დაფები, მონაცემთა წმენდა

თანამედროვე, მასშტაბირებადი და უაღრესად პერსონალიზებადი — Odoo გაძლევთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს განვითარებისთვის, სირთულეების გარეშე.

გაიგე მეტი  Odoo Enterprise -ზე

Proxima Billing

Proxima Solutions-ის ბილინგის სისტემა მძლავრი და მოქნილი გადაწყვეტაა კომუნალური და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებლებისთვის. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ზედმიწევნით ზუსტად ამუშავებს დიდ მოცულობის ტრანზაქციებს, მათ შორის აერთიანებს ბილინგს, ჭკვიან მრიცხველებთან ინტეგრაციას და ტარიფების მართვის სისტემას.

• მრავალფეროვანი გაშლა: ელექტროენერგია, წყალი, გაზი, ტელეკომი
• მოხმარების მონიტორინგი რეალურ დროში ჭკვიანი მრიცხველებით
• საფეხუროვანი ტარიფები დროის მიხედვით ტარიფები და სუბსიდიები
• ბუღალტერიისა და მასობრივი ინვოისირების ავტომატიზაცია
• მომხმარებელთა პორტალი და მობილური ხელმისაწვდომობა
• ინტეგრაცია გადახდისა და ბუღალტრულ სისტემებთან

გაინტერესებს? ვილაპარაკოთ!

Proxima Document Managment

Proxima DMS არის მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ამარტივებს დოკუმენტების მართვას, ამოცანებზე დაკვირვებას და გუნდურ თანამშრომლობას.

• დოკუმენტების შენახვა, ვერსიების კონტროლი და აუდიტის ჟურნალი
• ჭკვიანი ძებნა, თაგები და წვდომის მართვა
• კონტრაქტის ციკლის მართვა ავტომატიზებული პროცესებით
• მიმოწერის (კანცელარია) მართვა — როგორც შემოსული, ასევე გასული დოკუმენტები
• ამოცანების მინიჭება ვადებითა და სტატუსის თვალყურებით
• საერთო სამუშაო სივრცეები გუნდური თანამშრომლობისთვის
• ინტეგრაცია ERP-თან, ელფოსტასა და ღრუბლოვან საცავებთან
• მარტივი და თანამედროვე ინტერფეისი სწრაფი ათვისებისთვის

გაინტერესებს? ვილაპარაკოთ!

Proxima HCM

Proxima HCM არის კომპლექსური გადაწყვეტა ადამიანური რესურსების და სახელფასო პროცესების სამართავად ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის. რეკრუტინგიდან ხელფასამდე — სისტემა აკავშირებს ყველა HR ფუნქციას ერთ ინტუიციურ და სრულად ინტეგრირებულ პლატფორმაში.

• თანამშრომელთა ცენტრალიზებული ბაზა: როლები, დეპარტამენტები, ხელშეკრულებები
• ავტომატური სახელფასო სისტემა გადასახადებით, სარგოებითა და დაქვითვებით
• დროისა და დასწრების აღრიცხვა — შვებულება, ცვლა და განრიგი
• რეკრუტინგის ინსტრუმენტები: ვაკანსიების გამოქვეყნება, კანდიდატების მართვა, ონბორდინგი
• შესრულების შეფასება, დაწინაურება და კარიერული განვითარება
• თანამშრომლის პორტალი —სახელფასო ბარათები, შვებულების მოთხოვნა და პირადი მონაცემების განახლება
• შესაბამისობა შრომის კანონმდებლობასთან და სავალდებულო რეპორტინგი
• ინტეგრაცია ფინანსებთან, ბუღალტერიასა და დოკუმენტების მართვის სისტემასთან

გაინტერესებს? ვილაპარაკოთ!

ინდუსტრიები, რომლებსაც ვაძლიერებთ — ციფრული გადაწყვეტები რეალური ბიზნეს გამოწვევებისთვის.

Proxima-ში ვქმნით არა უბრალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ ვეხმარებით კომპანიებს ტრანსფორმაციაში. ჩვენი მძლავრი და ყოვლისმომცველი პლატფორმით, კომპანიებს შეუძლიათ პროცესების გამარტივება, ხარჯების შემცირება და თითოეული დეპარტამენტის ეფექტიანობის გაზრდა. რასაც არ უნდა მართავდეთ, მათ შორის გუნდს, პროექტებს, აქტივებს ან ფინანსებს — ერთად ვიპოვით გადაწყვეტას, რომელიც სამუშაოს გაგიმარტივებთ. ბიზნესის მფლობელი, მენეჯერი, CFO, HR-სპეციალისტი ან IT-პროფესიონალი ხარ? — Proxima დაგეხმარება გაართვა თავი სირთულეებს და გაზარდო ბიზნესი მოქნილი მოდულების, დროში გამოცდილი ხელსაწყოების და მონაცემების ანალიზის გამოყენებით.  

წარმოებისთვის

Proxima Solutions-ის დახმარებით შეძლებთ წარმოება და მარაგები რეალურ დროში მართოთ, რაც ზუსტი დაგეგმვის საშუალებას მოგცემთ. ყველაფერი ხელმისაწვდომია ერთ ინტეგრირებულ პლატფორმაში, რაც საწარმოებს კონკურენტულ გარემოში ზრდის და განვითარების საშუალებას აძლევს.

  • BoM, MRP და სამუშაო ორდერები – წარმოების დაგეგმვის და ავტომატიზაციის სრული ციკლი
  • წარმოების დაგეგმვა – რესურსებისა და სიმძლავრის ოპტიმიზაცია
  • საწარმოო პროცესის და ხარისხის კონტროლი – შესრულების მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა
  • შენარჩუნება და აღჭურვილობის ციკლი – ტექნიკის გამოყენების აღრიცხვა და შეფერხებების პრევენცია
  • შესყიდვები– გამარტივებული და ეფექტური შესყიდვების პროცესი
  • ხარჯთაღრიცხვა – სტანდარტული და რეალური ხარჯების შედარება
  • მარაგის პროგნოზირება – გადამწყვეტი წესების დაყენება და ლოტების/სერიების მართვა
  • პროდუქტის სიცოცხლის ციკლის მართვა (PLM) – პროდუქტის განვითარებიდან გამოსვლამდე
  • ინტეგრირებული CRM,  და გაყიდვის ორდერები  (RMA) – მომხმარებლების, შეკვეთებისა და უკან დაბრუნების ეფექტური მართვა
წარმატების ისტორიები:

კომუნალური მომსახურების კომპანიებისთვის

ელექტროენერგია, წყალი, გაზი თუ ტელეკომუნიკაციები — Proxima გთავაზობთ ერთიან პლატფორმას, რომლითაც შეძლებთ მართოთ ათასობით მრიცხველი, აწარმოოთ კომპლექსური ტარიფების პოლიტიკა და  დაიცვათ მარეგულირებლის მოთხოვნები

  • ბილინგის სისტემა – მრავალდონიანი ტარიფებით, დროის მიხედვით ფასდადებითა და ჯარიმების მართვით
  • მრიცხველების ინტეგრაცია და მოხმარების ანალიტიკა
  • სერვისის მართვა და მომხმარებელთა პორტალები
  • HCM სისტემა – როგორც საველე ტექნიკოსებისთვის, ისე ოფისის თანამშრომლებისთვის
  • კონტრაქტების ციკლის მართვა და რეგულაციური დოკუმენტების ადმინისტრირება
  • სემეკის ვებ-სერვისთან ინტეგრაცია – რეგისტრის ავტომატური გადამოწმებისთვის
  • შემოსავლის აღიარება და ფინანსური კონტროლი
  • მობილური აპლიკაცია – საველე მომსახურებისა და ინსპექციებისთვის
  • ინტეგრირებული CRM – მომხმარებელთან ურთიერთობის სრულყოფილი მართვა
წარმატების ისტორიები:

სადისტიბუციო და საბითუმოდ კომპანიებისთვის

სწრაფად ცვალებად გარემოში გადამწყვეტია სიჩქარე, სიზუსტე და ეფექტიანობა — ყველა ამ ასპექტს Proxima ერთ ფანჯარაში უზრუნველყოფს.

  • მრავალსაწყობიანი მარაგების მართვა – მარაგებისა და გადაადგილების მონიტორინგი სხვადასხვა ლოკაციაზე
  • შტრიხკოდების სკანირება და მობილური ოპერაციები – რეალურ დროში საწყობის სრული კონტროლი
  • ავტომატიზებული შესყიდვები – მომწოდებლებისა და ხელშეკრულებების მარტივი მართვა
  • გაყიდვების ფასების სიები და აქციები – დინამიური ფასები და ფასდაკლებების მართვა
  • მარშრუტების ოპტიმიზაცია და მიწოდების დაგეგმვა – ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება
  • მოთხოვნის პროგნოზირება და შევსება – წინასწარ დააკმაყოფილეთ მომხმარებლის საჭიროებები
  • CRM და ლოიალურობის პროგრამები – კლიენტებთან ურთიერთობის გამყარება
  • ფინანსური და მარჟის ანალიზი – ანალიზი პროდუქტების, კატეგორიებისა და ლოკაციების მიხედვით
  • ქოლცენტრის ინტეგრაცია – კომუნიკაციისა და მხარდაჭერის ცენტრალიზაცია
წარმატების ისტორიები:

სამშენებლო კომპანიებისთვის

ბიუჯეტის შედგენა, ვადების განსაზღვრა, კონტრაქტორებთან ურთიერთობა და რეგულაციების დაცვა კომპლექსური პროცესია, რომელსაც Proxima გაამარტივებს.

  • პროექტის ბიუჯეტირება და რესურსების განაწილება – დაგეგმეთ ვადები და ხარჯები ზუსტად
  • დავალებების ხარჯთაღრიცხვა – მონიტორინგი ფაზების ან ამოცანების მიხედვით
  • დროის აღრიცხვა და სახელფასო სისტემა – საათების გაწერა და ანაზღაურება პროექტის ეტაპზე დაყრდნობით
  • ქვე-კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მართვა – მარტივი კოორდინაცია გარე პარტნიორებთან
  • სამუშაო შეკვეთები და პროგრესის ლოგები – ობიექტების გრაფიკის და პროცესის კონტროლი
  • დოკუმენტების მართვა – გეგმარებები, ნებართვები და კონტრაქტები ერთ ადგილას
  • რისკებისა და რეგულაციების კონტროლი – უსაფრთხოების და შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • აღჭურვილობის დაგეგმვა – გამოყენების და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
  • მოქნილი ბილინგი – ინვოისირება ეტაპზე, პროგრესზე ან ფიქსირებულ ფასზე დაყრდნობით
წარმატების ისტორიები:

სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის

თქვენ ყიდით ცოდნას, დროს და შედეგს, ხოლო Proxima უზრუნველყოფს მოგებიანობას და კლიენტის კმაყოფილებას.

  • CRM სისტემა – გაყიდვების და კლიენტთან კომუნიკაციის მონიტორინგი
  • კონტრაქტები და ბილინგის წესები – ფიქსირებული საფასური, დროის და რესურსის მოდელები ან აბონენტური სისტემები
  • სამუშაო შეკვეთები და განრიგი – დავალებებისა და შეხვედრების ეფექტიანი მართვა
  • რესურსების გამოყენება და დროის აღრიცხვა – პროდუქტიულობის და გამჭვირვალობის ზრდა
  • კლიენტების უკუკავშირი და SLA-კონტროლი – მოლოდინების შესაბამისობის შენარჩუნება
  • ინტეგრირებული HR – თანამშრომელთა განაწილება უნარებისა და პროექტების მიხედვით
  • მოქნილი ინვოისირება – საათობრივად, რიტეინერზე ან შედეგზე დაფუძნებული ანგარიშსწორება
  • BI დაფები – პროექტის სტატუსის, მომგებიანობისა და KPI-ების რეალურ დროში ანალიზი
წარმატების ისტორიები:

კომერციული საწარმოებისთვის და კორპორაციებისთვის

მასშტაბირებისთვის საჭირო მოქნილობას Proxima Solutions-ი სხვადასხვა ზომის კომპანიებს აძლევს, მათ შორის ჰოლდინგებს, საცალო ქსელებს და სტარტაპებს.

  • მოდულური ERP სისტემა – ბუღალტერიის, გაყიდვების, შესყიდვებისა და მარაგის მართვა
  • გლობალური შესაძლებლობები – მრავალკომპანიიანი, მრავალვალუტიანი და მრავალენოვანი მხარდაჭერა
  • POS და eCommerce – საცალო, რესტორნებისა და ონლაინ გაყიდვებისთვის
  • მომხმარებელთა პორტალი – შეკვეთების, მხარდაჭერის, გადახდებისა და დოკუმენტების ცენტრალიზაცია
  • ფინანსური ინსტრუმენტები – ბიუჯეტირება, პროგნოზირება და კონსოლიდაცია
  • HR მოდული – სტრუქტურა, შეფასებები, შვებულება,  ხელფასები და რეკრუტინგი
  • დოკუმენტების მართვა – შიდა და გარე მიმოწერის აღრიცხვა
  • დაფები და რეპორტები – შესრულებისა და მაჩვენებლების დეტალური ანალიზი
  • თვითმომსახურების პორტალები – თანამშრომლების, კლიენტებისა და მომწოდებლებისთვის
წარმატების ისტორიები: