5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ Odoo-ს ERP-სისტემა

ERP-სისტემების გლობალურ ბაზარზე არაერთ ცნობილ მოთამაშეს შეხვდებით, რომელთაც განსხვავებული სერვისები და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადია Odoo. ამ სტატიაში იმ ხუთ მთავარ მიზეზს განვიხილავთ, რის გამოც Odoo თანამედროვე ბიზნესისთვის ყველაზე ოპტიმალური არჩევანს წარმოადგენს.

პირველი მიზეზი: ღია კოდი და მოდულარული არქიტექტურა

Odoo-ს ყველაზე გამორჩეული თვისება მისი ღია კოდის ფილოსოფიაა, რაც მომხმარებელს სისტემის საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე სრულად მორგების საშუალებას აძლევს. ეს არის ის ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც Odoo-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს. მოდულარული არქიტექტურა კომპანიას საშუალებას აძლევს, ფუნქციონალი ნაბიჯ-ნაბიჯ და საჭიროების მიხედვით განავითაროს. ამ თვისების დამსახურებით, მომხმარებელს წინასწარ არ უწევს იმ ფუნქციონალის დანერგვა, რომელიც მას არ სჭირდება, რაც ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ამასთან, Odoo-ს ეკოსისტემა გარე აპლიკაციების მხარდაჭერას და პლატფორმების დაერთებას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ თუ ძირითადი სისტემა არ შეესაბამება ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებას, მაშინ Odoo-ს მარტივად შეუძლია მონაცემების გაცვლა გარე სისტემასთან, რომელსაც, თავის მხრივ, ინტეგრაციის საშუალება აქვს. 

მეორე მიზეზი: ყოვლისმომცველი ფუნქციონალი ერთიან სისტემაში

თანამედროვე ბიზნესს ეფექტიანად ოპერირებისათვის სრულად ინტეგრირებული ERP-სისტემა სჭირდება, რომელიც ყველა პროცესს აერთიანებს. Odoo-ს ფუნქციონალი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, რაც თანამედროვე ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს. რესურსების მართვა, რეალურ დროში მარაგების კონტროლი და ავტომატური შესყიდვები ოპერაციული ეფექტიანობის მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს. 

ყოვლისმომცველი ბუღალტრული სისტემა, გადასახადების ავტომატური მართვა და ელექტრონული ინვოისინგი ფინანსური პროცესების სრული ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.

CRM, გაყიდვებისა და მარკეტინგის მოდულები, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მართვას, პოტენციური კლიენტების მენეჯმენტს და სოციალური ქსელების ინტეგრაციას აერთიანებენ, საერთო ჯამში, სრულყოფილ ბიზნეს-პლატფორმას ქმნიან. 

ამასთან, ვებსაიტების და ონლაინ მაღაზიების შექმნის ფუნქციონალი, გამარტივებული ვებდეველოპმენტი და ავტომატური SEO ბიზნესის ზრდა-განვითარების შესაძლებლობას იძლევა. 

პროექტებისა და დავალებების მენეჯმენტის, ადამიანური კაპიტალის მართვისა და წარმოების მოდულები უზრუნველყოფენ, რომ კომპანიის ყველა ასპექტი ერთი პლატფორმიდან იმართებოდეს. ბიზნეს ანალიტიკისა და რეალურ დროში მოცემული მონაცემების საშუალებით კი ხელმძღვანელობა ყველა საჭირო ინფორმაციას მყისიერად იღებს, რაც კომპანიის მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მესამე მიზეზი: ეფექტიანობა და ფინანსური მოქნილობა

Odoo-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ხარჯთეფექტიანობაა. კონკურენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ERP-პლატფორმებისგან განსხვავებით, Odoo-ს მომხმარებელს არ უწევს მისთვის არასაჭირო მოდულების ინტეგრაცია და ზედმეტი ხარჯების გაწევა, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის ფინანსური რესურსების დაზოგვას იწვევს.

მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მსხვილი კორპორაციებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ფუნქციონალის მიღებას მოქნილი ბიუჯეტით შეძლებენ, თანაც ზუსტად იმ ფორმით, რაც მათთვის არის ხელსაყრელი.

მეოთხე მიზეზი: გლობალური წარმატება

Odoo-ს ისტორია 2005 წელს იწყება, როცა ბელგიელმა ანტრეპრენიორმა, ფაბიენ პინკერსმა ინოვაციური სტარტაპი TinyERP შექმნა. კომპანია არნახული ტემპით განვითარდა, ხოლო 2014 წელს სახელი გადაირქვა მას შემდეგ, ის ცნობილია როგორც Odoo. ამჟამად Odoo ბიზნეს-სისტემების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური მოთამაშეა, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს და 6,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Odoo-ს სერვისებს ყოველთვიურად 16,000-ზე მეტი კომპანია და 15 მილიონი მომხმარებელი იყენებს, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: Toyota, Sodexo, Decathlon, Louis Vuitton, Carrefour, Qatar Investment Authority და WWF.

საერთო ჯამში, Odoo გლობალური ბაზრის 15%-იან წილს აკონტროლებს და ის გამორჩეულად სწრაფი ტემპით იზრდება. ასეთი სწრაფი განვითარება ინვესტორების დიდ ინტერესსაც იწვევს, სწორედ ამიტომაც Odoo-ში კაპიტალს წამყვანი ფონდები და საინვესტიციო კომპანიები აბანდებენ, მათ შორის: Google, Sequoia, General Atlantic, Summit Partners, BlackRock და AVP.

ინვესტორების, კლიენტების და მომხმარებლების ასეთი ნდობა იმაზე მიუთითებს, რომ Odoo მართლაც გამორჩეულ და კონკურენტუნარიან პროდუქტს ქმნის.

მეხუთე მიზეზი: განვითარება და მხარდაჭერა

Odoo-ს სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც ლოკალურად, ასევე ქლაუდზე, რაც ზოგიერთი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, ღია კოდის წყალობით, Odoo-ს გარშემო შექმნილია ძლიერი დეველოპერული ეკოსისტემა, რომელიც მუდმივად მუშაობს მის ზრდა-განვითარებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თვითგანვითარებადი სისტემა, რომელიც მუდმივად ადაპტირდება ბაზრის ცვლილებებთან და ტექნოლოგიურ სიახლეებთან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Odoo-ს სისტემის სწორად დასანერგად და მისი პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია გამოცდილი დეველოპერული პარტნიორის ყოლა. საქართველოში, ასეთი პარტნიორი Proxima Solutions-ია, რომელსაც ERP-სისტემების დანერგვის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. 

ამასთან, Proxima Solutions-ი Odoo-ს ოფიციალური პარტნიორია და მის მიერ პარტნიორ კომპანიებზე გაცემული სერტიფიკატების რაოდენობით ქართული კომპანია გლობალურ ტოპ 1%-ში ხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Proxima Solutions-ს Odoo-ს ნებისმიერი მოდულის და დამატებითი ფუნქციონალის დანერგვა შეუძლია, მათ შორის ისეთის შექმნაც, რომელიც უნიკალური იქნება და ზუსტად მოერგება თქვენი კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. რაც მთავარია, Proxima Solutions-ს ასეთი ფუნქციონალის შექმნის და ERP-სისტემების სრულფასოვნად დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.