
დროთა განმავლობაში ნებისმიერი ERP-სისტემა კარგავს თავდაპირველ ეფექტიანობას. ბიზნესები იზრდებიან, პროცესები რთულდება, მონაცემები გროვდება, ბაზარი იცვლება და კომპანიები ახალ-ახალ სერვისებს ნერგავენ. რამდენიმე წლის წინ იდეალურად მომუშავე სისტემა დღეს შეიძლება ვეღარ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც კომპანია ყოველდღიურად აწყდება.
როცა სისტემა აღარ პასუხობს მოთხოვნებს, იწყება პრობლემები, შეფერხებები, იკარგება დრო და რესურსები, თანაც იზრდება შეცდომების რისკი. თანამედროვე ბიზნესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილობა, ავტომატიზაცია, ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების ქონა. ამ შემთხვევაში, მოძველებული სისტემა ბიზნესის განვითარებისთვის შემაფერხებელ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მოგვარება.
სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება შეკითხვა: ღირს თუ არა ძველი ERP-ს შენარჩუნება, თუ დროა მისი განახლების ან უკეთესით ჩანაცვლების?
ამ შეკითხვას განსაკუთრებით ამძაფრებს ის, რომ ბოლო წლებში ERP-პლატფორმები მნიშვნელოვნად განვითარდნენ. გამოჩნდა Cloud-ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი, დახვეწილი ლოკალიზაცია და ინტეგრაციის სიმარტივე, რაც უკვე ახალი სტანდარტია და ყველა თანამედროვე, წარმატებული ბიზნესი სწორედ ამ სტანდარტზეა გადასული, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას აძლევთ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიაში დანერგილ ERP-სისტემას საფუძვლიანი განახლება, გასწორება და ოპტიმიზაცია სჭირდება, ამაში Proxima Solutions-ის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ, რომელსაც ERP-სისტემების დანერგვის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. Proxima-ს შეუძლია როგორც არსებული სისტემის განახლება, ასევე მისთვის დამატებითი ფუნქციონალის შექმნა და თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ხელსაწყოების დანერგვა.
მაგრამ თუ თვლით, რომ დიდი ცვლილების დროა და უმჯობესია კომპანია უახლესი თაობის, მაღალტექნოლოგიურ ERP-სისტემაზე გადაიყვანოთ, ამას მეტი ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა Proxima ამ ტიპის ამოცანასაც მარტივად გაართმევს თავს. პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი კომპანია ბაზარზე წარმოდგენილ ერთ-ერთ საუკეთესო სისტემას მიიღებს, რომელიც გაცილებით მოქნილი, პროდუქტიული, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე მოძველებული ERP, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.