ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ბევრი კომპანია დღემდე აგრძელებს ცალკეული, არაერთგვაროვანი სისტემების ერთდროულად გამოყენებას, მაგალითად: გაყიდვებისთვის CRM-პლატფორმის, ფინანსებისთვის Excel-ის ფაილების, საწყობის მართვისთივს ცალკე აპლიკაციის და ადამიანური რესურსების აღრიცხვის განცალკევებით მდგომი ხელსაწყოების გამოყენებას. ხშირად, ასეთი მიდგომა სიახლის შიშს და “მიჩვეული ჭირის” ფენომენს უკავშირდება, თუმცა ის კომპანიისთვის საზიანოა და რესურსების ფლანგვის უტყუარ გზას წარმოადგენს.
მიმოფანტული მიდგომის საპირწონედ, არსებობს ყველაფრის ერთ სივრცეში გაერთიანების გზა, რომელსაც ERP-სისტემის სახელით ვიცნობთ. ასეთი ტიპის სისტემა ერთი პლატფორმის ქვეშ აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან ბიზნეს-პროცესს, მათ შორის: ფინანსებს, გაყიდვებს, შესყიდვებს, დოკუმენტბრუნვას, მარაგების მართვას, HR-ს, პროექტებს და სხვას.
ამჯერად ბიზნესის მართვის ამ ორ ძირითად მიდგომას შევადარებთ და დავადგენთ, თუ რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
დავიწყოთ იქიდან, რომ ცალკეული სისტემების გამოყენებისას თითოეულ დეპარტამენტს საკუთარი მონაცემების შეგროვება უწევს, რაც ხშირად დუბლირებას ან ერთმანეთთან აცდენას იწვევს. მაგალითად, გაყიდვების გუნდი ხედავს სხვას, ფინანსები – სხვას, საწყობი კი რეალურ სურათს საერთოდ ვერ ეცნობა, რადგან მას ამ ინფორმაციასთან წვდომა არ აქვს. შედეგად, კომპანიაში ჩნდება ინფორმაციული ბურუსი, რომელიც აფერხებს მართვის პროცესს, ართულებს დაგეგმვას და ზრდის შეცდომების ალბათობას. ერთიანი ERP-სისტემა კი ამ ყველაფერს სპობს, რადგან ინფორმაცია ხდება გამჭვირვალე, განახლებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, სწორად დანერგილი ERP-სისტემა თავიდან გვარიდებს კრიტიკულ აცდენებს და გაურკვევლობებს.
ამასთან, ბიზნესის რამდენიმე განსხვავებულ სისტემაზე დაყრდნობა მოითხოვს როგორც ტექნიკურ, ისე ადამიანურ რესურსებს. თითოეული სისტემა საჭიროებს ინდივიდუალურ ლიცენზირებას, მხარდაჭერას, უსაფრთხოების დაცვას, მართვას და პერსონალის გადამზადებას. დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი იწვევს:
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ERP-სისტემის დანერგვა არა ხარჯი, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა, რადგან, მისი წყალობით, აღარ გჭირდებათ ცალკეული პროგრამები თითოეული ფუნქციისთვის, ვინაიდან ყველაფერი ერთი პლატფორმიდან მარტივად იმართება.
საინტერესოა, რომ არაერთი კომპანია, გარკვეული სისტემების დანერგვის მცდელობების მიუხედავად, მაინც სანახევროდ გაციფრულებულად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიაში ტექნოლოგია ნაწილობრივ, არასრულფასოვნად არის დანერგილი, ამიტომ პროცესები მაინც არაერთგვაროვანია, თანამშრომლებს არ აქვთ სწორი ტრენინგი ან სისტემები არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. საერთო ჯამში, ასეთი განახლება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომპანიაში რაღაც ახალი დაინერგა, თუმცა მას სარგებელი არ მოუტანია. როგორც წესი, ასეთი წარუმატებელი შემთხვევის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი დეველოპერული კომპანიის არაკომპეტენტურობა, სისტემის ინტეგრაციის პროცესის შუა გზაში შეწყვეტა, არასწორი მოლოდინები ან დამკვეთი კომპანიის არასათანადო ძალისხმევაა.
ERP-სისტემის სწორად დანერგვისთვის Proxima Solutions-ის გუნდი კლიენტებს განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს, რაც საჭიროებების შეფასებიდან დაწყებული, მოდულების შერჩევისა და პერსონალიზაციის, თანამშრომელთა გადამზადების და ტექნიკურ მხარდაჭერით დამთავრებული, ყველა ასპექტს აერთიანებს. 11 წლის განმავლობაში, Proxima Solutions-ს ყველა პროექტი 100%-იანი წარმატებით აქვს განხორციელებული და მის პორტფელში შეხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან: GWP, IDS Borjomi, Telmico, Galt & Taggart, Global Beer Georgia, Mega Holding და ფრანგული CFAO.
საერთო ჯამში, როცა ERP-სისტემა ზუსტად ერგება ორგანიზაციის ყოველდღიურ რეალობას, მხოლოდ მაშინ ხდება ის ჭეშმარიტი სარგებლის მომტანი. სწორედ ასე იქმნება ბიზნესმოდელი, სადაც დრო, რესურსები და ადამიანური შრომა ეფექტიანად ნაწილდება, გადაწყვეტილებები სანდო მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება და მომხმარებელთა გამოცდილება უმჯობესდება. სწორად დანერგილ ERP-პლატფორმასა და მრავალსისტემიანი მართვის მოდელს შორის აშკარა უპირატესობა ERP-ს აქვს და სწორედ ამიტომ ირჩევენ ამ მიდგომას პლანეტის ყველაზე წარმატებული და მსხვილი კომპანიები.