
კომპანიაში პერსონალის ხარჯების აღრიცხვისა და მართვის მიმართულებით განსაკუთრებით გამოსადეგი Odoo-ს ERP-სისტემაში წარმოდგენილი მოდულია, რომელიც Employee Expenses-ის სახელით არის ცნობილი.
ეს ფუნქციონალი კომპანიებს ხარჯების მართვისა და თანამშრომელთა ანაზღაურების მარტივ და ეფექტიან გზას სთავაზობს. Employee Expenses-ის მეშვეობით, თანამშრომლებს შეუძლიათ სამგზავრო, სასტუმროს, კვებისა და საოფისე ხარჯების მოთხოვნები წარადგინონ, რომლებიც შემდგომ განიხილება, დამტკიცდება და პირდაპირ აისახება ბუღალტრულ სისტემაში.
ეს უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ფინანსური მონიტორინგის სიზუსტეს. ამასთან, ფუნქცია მჭიდროდ არის ინტეგრირებული Odoo-ს ბუღალტერიასა და HR-მოდულთან და ის ავტომატურად ქმნის საბუღალტრო ჩანაწერებსა და ტრანზაქციებს, რითაც ამცირებს ხელით შრომას და ზრდის ფინანსურ სიზუსტეს.
გარდა ამისა, გატარებული ხარჯების კატეგორიზაცია ამარტივებს ტრანზაქციების კლასიფიკაციასა და ანალიზს. ასევე, კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ანალიტიკური ანგარიშებითა და ვიზუალიზაციით, სადაც ნათლად არის ასახული ხარჯვის ტენდენციები.
საერთო ჯამში, Employee Expenses-ის ფუნქციონალი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მიზანმიმართულად გადაანაწილონ რესურსები და გააკონტროლონ ხარჯები. შედეგად, ბიზნესი ეფექტიანად აკონტროლებს ფინანსებს, რაც ბიზნესის წარმატებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Odoo-ს ERP-სისტემის დანერგვასა და Employee Expenses-ის ფუნქციონალის გააქტიურებაში Proxima Solutions-ის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ.