როგორ უნდა მოიქცე, თუ ERP-სისტემის დანერგვა სცადე, მაგრამ არ გამოგივიდა?

დღეს თითქმის ყველა კომპანია ერთი გამოწვევის წინაშე დგას — როგორ მართოს პროცესები ისე, რომ ყველაფერი გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური და გამართული იყოს. პასუხი თითქოს მარტივია: ERP-სისტემა... თუმცა რეალობაში ყველაფერი არც ისე იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

საქართველოში არაერთი კომპანიაა, რომელმაც უკვე სცადა ERP-ის დანერგვა, დახარჯა ფინანსური რესურსები, დრო და ენერგია, მაგრამ პროექტი მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში სისტემა საერთოდ ვერ აეწყო, ზოგან კი პროცესი გართულდა, თანამშრომლები უკმაყოფილონი დარჩნენ და ბოლოს ყველაფერი თავიდან გახდა გასაკეთებელი.

წარუმატებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი ისაა, რომ ERP-სისტემა არ იყო კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული ან დეველოპერულმა კომპანიამ საქმეს თავი ვერ გაართვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ERP-სისტემა არ არის უბრალოდ პროგრამა, ესაა კომპანიის ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ბიზნესის სპეციფიკას, სამუშაო კულტურასა და საქმიანობას.

სწორედ ამიტომ, წარუმატებელი ინტეგრაციის შემდეგ, კომპანიები ხელს იქნევენ ERP-სისტემის სრულყოფილ ინტეგრაციაზე და ან ისეთი დეველოპერული პარტნიორის ძებნას იწყებენ, რომელმაც ზუსტად იცის თავისი საქმე და გარანტირებულად შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა.

აი, სწორედ ასეთი პარტნიორია Proxima, რომელიც უკვე 11 წელია ამ საქმითაა დაკავებული. Proxima Solutions-ის გუნდს უკლებლივ ყველა ERP-პროექტი 100%-იანი წარმატებით აქვს დასრულებული — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მის კლიენტებს შორის არიან: GWP, Telmico, IDS Borjomi, Global Beer Georgia, Galt & Taggart, NCDC, და ფრანგული ჰოლდინგი CFAO.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თენგიზ ამურველაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ კლიენტს არა უბრალოდ ERP-პლატფორმის ინტეგრაციაში, არამედ ზუსტად მის საჭიროებებზე მორგებული, უნიკალური სისტემის შექმნაში ვეხმარებით“.

გამოცდილებასთან ერთად, Proxima Solutions-ს აქვს Microsoft Gold Partner-ის სტატუსი და Odoo Ready Partner-ის ტიტული, რაც საერთაშორისო აღიარებაზე მიანიშნებს. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით Odoo-ს პარტნიორებს შორის სერტიფიკატების რაოდენობით Proxima დეველოპერული კომპანიების ტოპ 1%-ში იმყოფება.

– რა უნდა გააკეთო, თუ ERP-სისტემის დანერგვა არ გამოგივიდა?

თუ ერთხელ უკვე სცადეთ ERP-სისტემის დანერგვა და შედეგი იმედგამაცურებელი აღმოჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა შენს ბიზნესშია და მასზე ხელი უნდა ჩაიქნიო. უბრალოდ, გჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელსაც ზუსტად ესმის შენი ბიზნესის სპეციფიკა და რეალურად შეუძლია შენზე მორგებული სისტემის შექმნა.