როგორია და რა დამატებითი ფუნქციონალი აქვს Odoo Proxima Edition-ს?

Odoo Proxima Edition-ი არა უბრალოდ ERP-სისტემა, არამედ უნივერსალური პლატფორმაა, რომელიც კომპანიის ფინანსურ, საოპერაციო, საგადასახადო და სამართავ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

მართალია, Odoo-ს დანერგვის სერვისს ბაზარზე წარმოდგენილი სხვა დეველოპერული კომპანიებიც გვთავაზობენ, თუმცა Proxima-ს მიდგომა და მის მიერ შემოთავაზებული Odoo-ს ვერსია უნიკალური და კლიენტის საჭიროებებზე 100%-ით მორგებულია.

ინდივიდუალურად შექმნილი მოდულები ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციას, ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობასა და მონაცემების გამჭვირვალე მართვას უზრუნველყოფენ. გაფართოებული შესაძლებლობების სია კი ასეთია:


ფინანსური მართვა და ლოკალიზაცია

ფინანსური ბლოკი სრულადაა მორგებული ქართულ რეგულაციებზე და მოიცავს:

• ორმხრივ ინტეგრაციას შემოსავლების სამსახურთან, ელ. ინვოისებისა და გზავნილების მართვას;
• ბანკებთან პირდაპირ კავშირს, რაც გადარიცხვების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს;
• ვალუტის კურსების ავტომატურ განახლებას ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით;
• წინასწარი გადასახადების, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის გამოთვლის სქემას.

საბანკო გადარიცხვების მოდული

• გადახდის მოთხოვნების გენერაცია ინვოისებიდან ან შესყიდვის ორდერებიდან;

• კონფიგურირებადი დადასტურების ბიზნეს პროცესი;
• სინქრონიზაცია ინტერნეტ და მობაილ ბანკთან;
• ავტომატური ბუღალტრული ჩანაწერების შექმნა.


ხელფასების სისტემა

სრულიად ლოკალიზებული სახელფასო მოდული მარტივად ახერხებს ანაზღაურების ყველაზე რთული სქემების გამოთვლასაც კი. ის ითვალისწინებს სახელფასო ხარჯების ჩაშლას დეპარტამენტების, პროექტების ან მოვალეობიბის მიხედვით და რაც მთავარია, სრულად იცავს პერსონალურ მონაცემებსა და კონფიდენციალურობას.

3PL – ლოგისტიკისა და საწყობის მართვა

მოდული შექმნილია საბითუმო და 3PL კომპანიებისთვის, რომლებიც დიდ საწყობებს და მონაცემებს მართავენ. Proxima-ს მიერ შექმნილი სისტემა უზრუნველყოფს:

• სასაწყობე მარაგების მდებარეობის ზუსტ ტრეკინგს;
• სასაწყობე სივრცისა და ოპერაციების ოპტიმიზაციას;
• ავტომატურ ინვოისებს და ანგარიშგებას, შესრულებული ოპერაციების მიხედვით.

შედეგად, ლოგისტიკური პროცესები უფრო სწრაფი, მარტივი და ეფექტიანი ხდება.

ტრენინგების მართვის მოდული

ეს მოდული კომპანიის შიდა და გარე ტრენინგების მთელ ციკლს მოიცავს, წლიური გეგმის შექმნიდან დაწყებული, დასწრებისა და შედეგების ანალიზით დამთავრებული. სისტემა ავტომატურად ქმნის ანგარიშებს ტრენინგების დაფარვასა და ეფექტურობაზე, რაც ამარტივებს HR-პროცესებს.

Signify.ge-სთან სრული ინტეგრაცია

Proxima Solutions-ის მიერ დანერგილ Odoo-ს ERP-სისტემას სრულფასოვანი ინტეგრაცია აქვს Signify.ge-სთან, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს:

• გაგზავნონ და მიიღონ ელ. ინვოისები ERP-დან გაუსვლელად;
• აწარმოონ GRS სტანდარტებთან შესაბამისი დოკუმენტბრუნვა;
• მარტივად გამოიყენონ ციფრული ხელმოწერა და არქივაციის დაცული სისტემა.

პროექტების მართვა

მოდული აერთიანებს Agile და Waterfall პრინციპებს და საშუალებას იძლევა, რომ დავალებები ზუსტად იყოს აღრიცხული - პრიორიტეტების მიხედვით, რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით შეიქმნას ანგარიში და ეფექტიანად იმართოს პროცესი.

აქტივების მართვა

აქტივების მართვის მოდული ფარავს კომპანიის ფიქსირებული აქტივების მოვლა-შენახვის სრულ ციკლს — შეძენიდან განკარგვამდე. სისტემა აერთიანებს:

  • აქტივების დეტალური მონაცემების რეგისტრაცია
  • აქტივების პრევენციული და რეაქტიული სამუშაოების მართვა
  • აქტივების საგარანტიო პირობების მართვა და მონიტორინგი
  • სამუშაოს დავალების შექმნის, მიღების და მართვის შესაძლებლობა
  • სამუშაოს დავალების საფუძველზე სამუშაოს ორდერების გენერირების საშუალება
  • დიაგნოსტიკის, შეკეთების, ინსპექტირების, ხარისხის კონტროლის სამუშაოს ორდერების შექმნის შესაძლებლობა
  • საჭირო მასალებისა და ინსტრუმენტების მოთხოვნის შესაძლებლობა
  • სამუშაოს ხანგრძლივობის დაგეგმვა
  • ფაქტიურად დახარჯული დროის რეგისტრაცია და მონიტორინგი
  • დახარჯული დროისა და მასალების დანახარჯების აღიარება.

ღონისძიებების მართვა

განსაკუთრებით ეფექტურია ტურისტული და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის. მოდული მოიცავს:

• ღონისძიების დაგეგმვას პირდაპირ CRM-იდან;
• მენიუს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კოორდინაციას;
• პროცესის სრული ციკლის მართვას: შეკვეთიდან შესრულებამდე.

სამშენებლო მოდული

Odoo Proxima Edition-ის ეს მოდული სპეციალურად სამშენებლო კომპანიებისთვის შეიქმნა და ფარავს პროექტის მთელ ციკლს, დაგეგმვიდან შესრულებამდე. სისტემა საშუალებას იძლევა:

• დეტალურად შეიქმნას WBS-სტრუქტურა (Work Breakdown Structure), რაც პროექტის თითოეული ფაზის ზუსტ დაგეგმვას და კონტროლს უზრუნველყოფს;
• განისაზღვროს ბიუჯეტი, რესურსები და სამუშაო გრაფიკები, ხოლო მათი შესრულება რეალურ დროში აღირიცხოს;
• გაკონტროლდეს მასალებისა და სერვისების დროული მიწოდება;
• ფინანსური აღრიცხვა სრულად იყოს დაკავშირებული ოპერაციულ პროცესებთან, რაც გამჭვირვალე ხარჯთაღრიცხვასა და მოგების ანალიზს უზრუნველყოფს.

ERP-სისტემის დახმარებით, კომპანიას პროექტების ზუსტად დაგეგმვა, განხორციელება და მეტი სარგებლის მიღება შეუძლია.

დოკუმენტებისა და კონტრაქტების გენერირება

მოდული ერთ სივრცეში აერთიანებს დოკუმენტებისა და კონტრაქტების შედგენის სრულ პროცესს.

• მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან შაბლონური დოკუმენტები და ხელშეკრულებები, განსაზღვრონ ვადები და სტატუსები;
• სისტემა ავტომატურად ახორციელებს ვადების მონიტორინგს და აგზავნის შეტყობინებებს მოახლოებული დედლაინების შესახებ;
• Signify.ge-სთან ინტეგრაცია ელექტრონული ხელმოწერის და დოკუმენტების უსაფრთხოდ არქივაციის შესაძლებლობას იძლევა.

იჯარების მართვა

საიჯარო მოდული შექმნილია როგორც უძრავი ქონების მფლობელებისთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქტიურად იყენებენ გაქირავების ან იჯარის სერვისებს.

• სისტემა სრულად ინტეგრირებულია გაყიდვებისა და ფინანსების მოდულებთან, რაც ოპერაციების გამჭვირვალე აღრიცხვას უზრუნველყოფს;
• სისტემაში შესაძლებელია საიჯარო ხელშეკრულებების, გადახდის გრაფიკების და ავტომატური ინვოისების გენერაცია;
• ანგარიშგების სისტემა რეალურ დროში აჩვენებს შემოსავლებს, ვადაგადაცილებულ ქირებს და აქტიურ კონტრაქტებს, რაც კომპანიის საიჯარო აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

სესხების მართვა

• სისტემაში შესაძლებელია სესხის ძირისა და პროცენტის აღრიცხვა წინასწარ განსაზღვრული საბუღალტრო სქემების მიხედვით;

• გრძელვადიანი სესხის მიმდინარე ნაწილის ავტომატური რეკლასიფიკაცია და პროცენტის დარიცხვა.
• შესაძლებელია ავტომატური ამორტიზაციის გრაფიკების შექმნა და ანგარიშგების მომზადება;
• მოდული დაკავშირებულია ფინანსურ მოდულთან, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს ვალდებულებებს, გადახდილ და დარჩენილ თანხებს. 


სოციალური მედიის ინტეგრაცია

Odoo Proxima Edition-ი ინტეგრირებულია ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა: Facebook, Instagram, Telegram და Messenger, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს კლიენტებთან კომუნიკაცია პირდაპირ ERP-სისტემიდანვე ჰქონდეს.

რას იღებს კლიენტი?

Odoo Proxima Edition-ი სცდება სტანდარტული ERP-სისტემის ფარგლებს და ის სრულფასოვან ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც ბიზნესის წარმატებისათვის საჭირო ყველა ხელსაწყოა წარმოდგენილი. გაფართოებული ფუნქციონალის არსებობის მიუხედავად, თუკი კომპანიას დამატებითი სერვისი ან უნიკალური მოდული მოესურვება, მის შექმნასა და დანერგვასაც Proxima Solutions-ის გუნდი უზრუნველყოფს, რომელსაც წარმატებული პროექტების განხორციელების 11-წლიანი გამოცდილება აქვს.