ჩანაწერების მართვა, არქივირება და 3PL ლოგისტიკა
დასტას, რომელიც წამყვანი კომპანიაა საქართველოში უსაფრთხო ჩანაწერების მართვის, არქივირებისა და მესამე მხარის ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით, საკუთარი ოპერაციების, განსაკუთრებით კი საწყობის მართვის შესაძლებლობების და მომხმარებელთა რთული ბილინგის პროცესების გასამარტივებლად, ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა.
Proxima Solutions-მა Dasta Records Management-ში Odoo 18 დანერგა, რითაც დამკვეთისთვის შექმნა გადაწყვეტა, რომელიც იდეალურად ერგება 3PL სერვისების მქონე კომპანიის საჭიროებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასაწყობო მართვაზე და ბილინგის პროცესის ავტომატიზაციაზე.
პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:
პროექტი კრიტიკული საოპერაციო სფეროების ოპტიმიზაციაზე იყო ფოკუსირებული:
· სისტემის მორგება 3PL ინდუსტრიისთვის: Odoo 18-ის სისტემა მესამე მხარის ლოგისტიკის მენეჯმენტისთვის დამახასიათებელი კონკრეტული სირთულეების სამართავად ისე მოეწყო, რომ კლიენტებს ფიზიკური მარაგების ეფექტიანი მართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
· სრული WMS-ფუნქციონალი: პროექტის ფარგლებში დაინერგა სასაწყობო მართვის სისტემის (WMS) მძლავრი სისტემა, რომელიც მესამე მხარის მარაგების ზუსტ აღრიცხვას, შენახვას და მოძიებას, საწყობის სივრცის ოპტიმიზაციას და საოპერაციო ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
· მომხმარებელთა ბილინგის პროცესების ავტომატიზაცია: პროექტის ფარგლებში შემუშავდა და ავტომატიზირებულ იქნა მომხმარებელთა ბილინგის სამუშაო პროცესები, რაც უზრუნველყოფს სიზუსტეს, ამცირებს მანუალურ პროცესებს და ზრდის ეფექტიანობას დამკვეთის სხვადასხვა ტიპის სერვისისთვის ინვოისების გენერირებისას.
შედეგები: Odoo 18-ის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Dasta Records Management-ის საოპერაციო ეფექტიანობა და კონტროლი. WMS-ის და ბილინგის პროცესების გაციფრულებით და ავტომატიზაცით Dasta-მ გააუმჯობესა მონაცემთა ბაზის ხილვადობა, გაამარტივა ფინანსური ოპერაციები და კიდევ უფრო მეტად გაიმყარა სტატუსი, როგორც საქართველოში 3PL სერვისის სერვისის წამყვანმა მიმწოდებელმა.