Galt & Taggart – Dynamics AX-ის დანერგვა

ფინანსური სერვისები (საინვესტიციო, საბროკერო და კვლევა)

გამოწვევა:

Galt & Taggart-ი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების, მათ შორის საბროკერო ოპერაციებისთვის და ძირითადი ბიზნესსაქმიანობის მართვისთვის ყოვლისმომცველი ERP-სისტემის დანერგვა სურდა.

გადაწყვეტა:

Proxima Solutions-მა Galt & Taggart-ში Microsoft Dynamics AX დანერგა, რითაც კომპანიის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა შექმნა, მათ შორის საკუთარი საბროკერო მოდული.

პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:

დანერგვის პროცესში ყურადღება რამდენიმე კრიტიკული ბიზნეს საქმიანობის ინტეგრაციას და ოპტიმიზაციას დავუთმეთ:

·       საკუთარი საბროკერო მოდული: პროექტის ქვაკუთხედი, რომელიცProxima Solutions-მა Dynamics AX-ის შიგნით დანერგა. ეს მოდული Galt & Taggart-ის მსგავსი ფინანსური კომპანიებისთვისაა შექმნილი და ის საბროკერო დეპარტამენტში მონაცემების ეფექტიანად შეყვანას და შენახვას უზრუნველყოფს. აღნიშნული მოდულით დილერის და ბროკერის ფუნქციების მართვა არის შესაძლებელი, რომელიც კლიენტებისთვის აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის და ტრანზაქციების მომზადებას უზრუნველყოფს.

·       ძირითადი ფინანსური მენეჯმენტი: ვალდებულებების, სავაჭრო მოთხოვნის, საბანკო, ფიქსირებული აქტივების და ბუღალტერიის მოდულების დანერგვით, კომპანიას გამართული ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება მივეცით.

შედეგები: Dynamics AX-ის და სპეციალური საბროკერო მოდულის დანერგვით Galt & Taggart-ის საოპერაციო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ გზით,კომპლექსური ფინანსური ტრანზაქციების მართვის ერთიანი პლატფორმა შევქმენით, მონაცემთა ხილვადობა და მართვა გავაუმჯობესეთ და ძირითადი ბიზნეს პროცესები ერთ ჩარჩოში მოვაქციეთ,რითაც საქართველოს საინვესტიციო საბანკო სექტორში Galt & Taggart-ის პოზიციები გავამყარეთ.  

დაბრუნება