საავტომობილო დისტრიბუცია (მანქანები, სათადარიგო ნაწილები, კაპიტალური საქონელი)
საფრანგეთში დაფუძნებულ CFAO Automotive-ს, რომელიც აფრიკის საავტომობილო დისტრიბუციის წამყვანი მოთამაშეა, მანქანების და სათადარიგო ნაწილების რთული ინტერკონტინენტური გადაზიდვების სამართავად ERP-სისტემა სჭირდებოდა. დამკვეთს მიწოდების ჯაჭვის სრული ინტეგრირება სურდა, შესყიდვებით და ტრანსპორტირებით დაწყებული, მარაგების მართვით და გაყიდვებით დამთავრებული, მათ შორის განაწილების მოწინავე ლოგიკით.
Proxima Solutions-მა, როგორც პარტნიორი კომპანია Prodware-ის (Prodware Czech და Prodware France) ქვეკონტრაქტორმა, CFAO Automotive-ში Microsoft Dynamics 365 for Finance & Operations-ის დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანა. პროექტის ფარგლებში, დამკვეთისთვის მისი გლობალური მიწოდების ჯაჭვის საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტა შევთავაზეთ.
პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:
პროექტის შედეგად CFAO Automotive-შიყოვლისმომცველი ინტეგრირებული ERP-სისტემა დაინერგა, რომელიც მიწოდების ჯაჭვის სრულ სპექტრს მოიცავს:
· კომპლექსური ინტერკონტინენტური გადაზიდვების მართვა: შემუშავდა სპეციალიზებული მონაცემთა მოდელი, რომელიც შექმნილია მანქანების და სათადარიგო ნაწილების საკონტინენტთშორისო გადაზიდვების რთული ლოგისტიკის ეფექტიანად დაგეგმვისა და მართვისთვის.
· მიწოდების ჯაჭვის ინტეგრაცია: მიწოდებისჯაჭვის კრიტიკული ფუნქციების სრული ინტეგრაცია, მათ შორის:
o შესყიდვები: მანქანებისა და ნაწილების საერთაშორისო მწარმოებლებისგან შეძენის პროცესის გამარტივება.
o ტრანსპორტირება და ხარჯები: საერთაშორისო გადაზიდვებთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ზუსტი აღრიცხვა და მართვა.
o მარაგების მართვა: ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების ვრცელი მარაგების ოპტიმიზებული კონტროლი და ხილვადობა სხვადასხვა ლოკაციაზე.
o გაყიდვები ავტომატური განაწილების ფუნქციონალით: გაყიდვების მძლავრი მოდულის დანერგვა ავტომატური განაწილების კომპლექსურ ძრავთან ერთად, რაც პროდუქციის ეფექტიან და ჭკვიან დისტრიბუციას უზრუნველყოფს.
შედეგები: Dynamics365 F&O-ს დანერგვით CFAO Automotive-მა პლატფორმა რთული ინტერკონტინენტური მიწოდების ჯაჭვის სამართავად ყოვლისმომცველი ინტეგრირებული სისტემა მიიღო. შესყიდვების, ლოგისტიკის, მარაგების და გაყიდვების ცენტრალიზებით, ტექნოლოგიურმა გადაწყვეტამ გააუმჯობესა ოპერაციული ეფექტიანობა, გაზარდა ხარჯების ხილვადობა და შესაძლებელი გახადა მანქანებისა და სათადარიგო ნაწილების ზუსტი განაწილება, რამაც CFAO Automotive-ის ფართო სადისტრიბუციო ქსელს განვითარებისსაშუალება მისცა.