კომუნალური მომსახურება
GGU ჯგუფში შემავალი კომპანია GWP, რომელიც 3,500-ზე მეტს თანამშრომელს ასაქმებს და კომუნალური სერვისების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია ქვეყანაში, ოპერაციულად არაეფექტიანი იყო, რასაც მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა, შესყიდვების, მარაგების მართვის და HR-ის მიმართულებით მანუალური პროცესის არსებობა და ინტეგრირებული ციფრული სისტემების არარსებობა განაპირობებდა.
Proxima Solutions-მა GGU ჯგუფში შემავალ ექვსივე კომპანიაში Microsoft Dynamics AX დანერგა. თანაც, კომპლექსური პროექტი სამ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა.
პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:
· პირველი ფაზა (4 თვე - ძირითადი ERP): პირველ რიგში, ფუნდამენტური მოდულები დავნერგეთ, მათ შორის შესყიდვების და მომარაგების, მარაგების მართვის, ფინანსური აღრიცხვის, ფიზიკური აქტივების, HR-ის და სახელფასო მოდულები. ამ გზით, მყისიერად გავაციფრულეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესები და ჩავანაცვლეთ ძველი არასანდო სისტემები.
· მეორე ფაზა (6 თვე - მართვა და ოპერაციები): საოპერაციო მართვის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე მოდული დავნერგეთ, მათ შორის ფინანსებთან და შესყიდვებთან ინტეგრირებული ბიუჯეტის მოდული, საწარმოო და GIS-თან და ინფრასტრუქტურის მხარდამჭერ სისტემასთან ინტეგრირებული აქტივების მართვის და დოკუმენტკონტროლის მოდულები
· მესამე ფაზა (9 თვე - სპეციფიკური მოდელები): დავნერგეთ კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიისთვის საჭირო სპეციფიკური მოდულები, მათასობით ათას მომხმარებელზე გათვლილი ბილინგის სისტემა, ბიზნესცენტრის მენეჯმენტის, საჩივრების დაინციდენტების მართვის, მობილური სერვისების და ახალი ქსელის მენეჯმენტის მოდულები.
შედეგი: The Dynamics AX 2012-ის დანერგვამ საფუძვლიანად შეცვალა GWP-ის ოპერაციები - პროცესები გაციფრულდა, ეფექტიანობა გაიზარდა, კომპანიამ კრიტიკულ აქტივებზე და ფინანსებზე კონტროლი გააძლიერა და სამომხმარებლო სერვისისთვის მყარი საფუძველი შეიქმნა. დღეს, სისტემა 30-ზე მეტ ინტეგრირებულ მოდულს აერთიანებს, რომელთაც 620 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც Proxima Systems-ის მიერ კომუნალურ სექტორში მასშტაბური და მძლავრი ERP-გადაწყვეტების დანერგვის შესაძლებლობაზე მიუთითებს.