Global Beer Georgia – Dynamics AX 2012-ის დანერგვა

Food & Beverage (ლუდის წარმოება და დისტრიბუცია)

გამოწვევა:

Global Beer Georgia საქართველოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ბიზნესოპერაციების ოპტიმიზაცია და ინტეგრაცია სურდა. ამისთვის, კომპანიას ისთვისაც ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა, რომლითაც წარმოების კომპლექსურ, მრავალნაბიჯიან პროცესს და მასშტაბურ მიწოდების ჯაჭვს გააკონტროლებდა, გაყიდვებთან და დისტრიბუციასთან ერთად.

გადაწყვეტა:

2017 წელს, Proxima Solutions-მა, არასრულ თორმეტ თვეში, წარმატებით დანერგა Microsoft Dynamics AX კომპანია Global Beer Georgia-ში, არასრულ თორმეტ თვეში.

პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:

პირველადი მიზანი GBG-ის მიწოდების ჯაჭვის ძირითადი ფუნქციონალის გაციფრულება იყო, როგორც ლუდის და ლიმონათის წარმოებისთვის, ასევე დისტრიბუციისთვის.ამისთვის, კომპანიაში Dynamics AX-ის მრავალფეროვანი მოდულები დავნერგეთ, მათ შორის:

წარმოება: მოდულები სრულ საწარმოო ციკლში დავნერგეთ, ლუდის ხარშვით და ფერმენტაციით დაწყებული, ფილტრაციით დაბოთლებში ჩამოსხმით დამთავრებული, რითაც წარმოება ეფექტიანი გახდა და მართვას დაექვემდებარა.

· მიწოდების ჯაჭვის მართვა (SCM): ინვენტარის ნაკადების მართვისთვის შესყიდვების და მომარაგების და მარაგების მართვის მოდულები დავნერგეთ.

· გაყიდვები და დისტრიბუცია: ეს მოდული გაყიდვების არხების, შესყიდვების დამუშავებისთვის და სადისტრიბუციო ლოგისტიკის მართვისთვის დავნერგეთ, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბაზრო დიაპაზონი და ეფექტიანობა.  

·მობილური გაყიდვების ინტეგრაცია: მობილური გაყიდვების ფუნქციონალის ინტეგრაციით, შესაბამისმა თანამშრომლებმა შესყიდვების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა მიიღეს, რითაც გაყიდვების გუნდის პროდუქტიულობა გაიზარდა.

·ფინანსური მენეჯმენტი: ვალდებულებების, სავაჭრო მოთხოვნის, საბანკო გადარიცხვის, ფიქსირებული აქტივების და ბუღალტერიის მოდულების დანერგვით, კომპანიისთვის მყარი ფინანსური საფუძველი შევქმენით.

შედეგები: Global Beer Georgia-ში Dynamics AX-ის დანერგვით წარმატებით გავაციფრულეთ კომპანიის მიწოდების სრული ჯაჭვი, კომპლექსური საწარმოო პროცესიდან ეფექტიან გაყიდვებამდე და დისტრიბუციამდე. ამ გზით, მივიღეთ ოპტიმიზებული ბიზნეს პროცესები, სხვადასხვა დანაყოფების გაუმჯობესებული ინტეგრაცია და გაუმჯობესებული მართვა საქართველოში სასმელების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლისთვის.

დაბრუნება