IDS Borjomi Tbilisi – Dynamics AX-ის დანერგვა და განახლება

Food & Beverage (მინერალური წყლების გაყიდვა და დისტრიბუცია)

გამოწვევა:

IDS Borjomi თბილისი მინერალური წყლების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც მასშტაბური ოპერაციებისთვის, მათ შორის მარაგების სამართავად, გაყიდვებისთვის და რთული ფინანსური პროცესებისთვის ყოვლისმომცველი ERP-სისტემა სჭირდებოდა. დროთა განმავლობაში, საჭირო გახდა არსებული შესაძლებლობების გაფართოება, განსაკუთრებით მობილური გაყიდვების, მარაგების მართვის და კომპლექსური გაყიდვების მიმართულებით.

გადაწყვეტა:

Proxima Solutions-მა IDS Borjomi Tbilisi-ისთვის ორეტაპიანი პროექტი დაიწყო: თავდაპირველად, 2011 წელს კომპანიაში Microsoft Dynamics AX 2009 დაინერგა, რასაც 2019 წელს გაუმჯობესებული Dynamics AX-ის დანერგვა მოჰყვა. ამ მრავალფაზიანი მიდგომის დამსახურებით, შევქმენით ERP-სისტემა, რომელიც IDS Borjomi-ის მზარდ ინტერესებს ერგება.

პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:

პირველი ეტაპი (2011) - Dynamics AX 2009-ის დანერგვა: ამ საწყის ფაზაში სწრაფად დაინერგა ERP-ის ძირითადი მოდულები, რამაც დაუყოვნებლივ გააუმჯობესა ძირითადი ბიზნეს პროცესები.

ნაბიჯი მეორე(2019) - Dynamics AX-ის განახლება/დანერგვა: ამ ყოვლისმომცველმა განახლებამ და ხელახალმა დანერგვამ არსებითად გააუმჯობესა ფუნქციონალურობა და შემოიტანა რამდენიმე მოწინავე შესაძლებლობა:

·      გაუმჯობესებული მობილური გაყიდვები: დაინერგა დახვეწილი მობილური გაყიდვების აპლიკაცია, რომელიც სრულად ინტეგრირებულია Dynamics AX-თან და გაყიდვების გუნდებს ონლაინ და ოფლაინ ოპერაციების შესრულების საშუალებას აძლევს.

·      მარაგების მრავალგანზომილებიანი მართვა: განახლების შედეგად შესაძლებელი გახდა, როგორც მრავალგანზომილებიანი სტრუქტურის (ადგილები, საწყობები, ლოკაციები) მქონე მარაგების მართვა, ასევე პროდუქტის მისი ნომრის დონეზე კონტროლი.

·       ტრანსპორტირება და ტვირთის მართვა: ტრანსპორტირების და ტვირთის მართვის დამსახურებით, მათ შორის სატვირთო მანქანების ტევადობის და მიწოდების მარშრუტების კრიტერიუმების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ლოგისტიკა მეტად ოპტიმიზებული გახდა.

·       კომპლექსური ფასდადება და აქციები: დაინერგა მძლავრი ყოვლისმომცველი სისტემა კომპლექსური ფასდადების, ფასდაკლებების და სარეკლამო აქციებისთვის სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისთვის, ინდივიდუალური კონტრაქტის პირობების საფუძველზე ქეშბექის და რეტრობონუსების გაანგარიშების შესაძლებლობასთან ერთად.

·      გაუმჯობესებული რეპორტინგი: შემუშავდა გაყიდვების და ფინანსური რეპორტინგის მძლავრი მოდელი, რომლის დანიშნულება უკეთესი იდეების და ბიზნეს გადაწყვეტილებების გენერაციაა.  

შედეგები: Dynamics AX-ის მრავალეტაპიანმა პროექტმა IDS Borjomi Tbilisi-ის საოპერაციო ლანდშაფტი შეცვალა. ელემენტარული ფინანსური ოპერაციების და მარაგების მართვით დაწყებული, რთული მობილური გაყიდვებით, მასშტაბური ლოგისტიკით და კომპლექსური ფასდადების სისტემებით დამთავრებული, კომპანიაში დანერგილმა გადაწყვეტილებამ ინტეგრირებული, მედეგი და მასშტაბირებადი პლატფორმა შექმნა. ამრიგად, IDS Borjomi-ის შეუძლია ეფექტიანად მართოს წარმოება დადისტრიბუცია, მკაცრად გააკონტროლოს მარაგები და მოერგოს საბაზრო მოთხოვნას, რაც სასმელების წარმოების სექტორში საკუთარი პოზიციის გამყარებაში დაეხმარება.

დაბრუნება