IDS Georgia და პირველი ქარხანა – Dynamics AX-ის დანერგვა

F&B (მინერალური წყალი)

გამოწვევა:

გაყიდვების, დისტრიბუციის და წარმოების ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის, IDS ბორჯომის ჯგუფის ძირითად ერთეულებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ERP-გადაწყვეტები სწრიდებოდათ, მათ შორის კონტრაქტების მართვა, შესყიდვები და ქარხნის ფინანსური სისტემა.

გადაწყვეტა:

Proxima Solutions-მა Dynamics AX-ის ორი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი სისტემა დანერგა - IDS Georgia-ში 2013 წელს, ხოლო პირველ ქარხანაში 2014 წელს.

პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:

·  IDS Georgia (2013): აღნიშნული ეტაპი ფოკუსირებული იყო გაყიდვებზე და დისტრიბუციაზე, რა დროსაც დაინერგა კონტრაქტების მართვის, საბანკო ოპერაციების, შესყიდვების, HR-ის, საგადასახადო პორტალთან ინტეგრაციის და დროის აღრიცხვა მოდულები, რამაც ოპერაციები გაამარტივა.

·  პირველი ქარხანა (2014): ამ ეტაპზე საწარმოო ობიექტის საჭიროებებზე ვფოკუსირდით, რაც მოიცავდა, როგორც ფინანსების ძირითად მოდულებს (AP, AR, GL), ასევე HR-ის და სახელფასო აღრიცხვის, მარაგების მართვის,აქტივების, შესყიდვების და საგადასახადო პორტალთან ინტეგრაციის მოდულებს.

შედეგები: Dynamics AX-ის ამ სპეციფიკური დანერგვის შემდეგ, IDS Georgia-ში გაუმჯობესდაკონტრაქტების მართვა და გაყიდვების ეფექტიანობა, ხოლო პირველმა ქარხანამ ფინანსურიმართვის, მარაგების კონტროლის და HR-ის შესაძლებლობები მიიღო. ამ პროექტმა ხაზი გაუსვაProxima Systems-ის გუნდის შესაძლებლობებს, სწრაფად და ეფექტიანად დანერგოს ERP-გადაწყვეტამრავალფეროვანი ოპერაციების მქონე დიდ კორპორაციაში.

დაბრუნება