Mega Holding – Dynamics AX 2012-ის დანერგვა

მშენებლობა და დეველოპმენტი (ბეტონის წარმოების ჩათვლით)

გამოწვევა:

ქართული სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Mega Holding-ი მოძველებულ უზრუნველყოფას იყენებდა, რის გამოც ოპერაციულად არაეფექტიანი იყო. კრიტიკული პრობლემა ხარჯების არაზუსტი აღრიცხვა იყო, როგორც სამშენებლო პროექტებში, ისე ბეტონის ფილების და სხვა მსგავსი მასალების წარმოებისას.

გადაწყვეტა:

Proxima Solutions-მა Mega Holding-ში Microsoft Dynamics AX 2012 დანერგა - ყოვლისმომცველი ERP-სისტემა, რომელიც სრულად ფარავს მშენებლობის და წარმოებაზე დაფუძნებული მიწოდების ჯაჭვის ფუნქციებს.

პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:

დანერგვის შემდეგ, Mega Holding-მა მის მრავალფეროვან ოპერაციებს მორგებული ინტეგრირებული ERP-სისტემა მიიღო.

·  ინტეგრირებული მიწოდების ჯაჭვი:აღნიშნული ეტაპი ფოკუსირებული იყო გაყიდვებზე და დისტრიბუციაზე, რა დროსაც დაინერგა კონტრაქტების მართვის, საბანკო ოპერაციების, შესყიდვების, HR-ის, საგადასახადო პორტალთან ინტეგრაციის და დროის აღრიცხვა მოდულები, რამაც ოპერაციების გაამარტივა.

·  წარმოების კონტროლი: დაინერგა ყოვლისმომცველი სისტემა ბეტონის ფილების და სხვა სამშენებლო მასალების წარმოების სამართავად, რაც იძლევა ხარჯების ზუსტი აღრიცხვის და საოპერაციო ზედამხედველობის საშუალებას.

·  სამშენებლო პროექტების მართვა: დაინერგა სამშენებლო პროექტების მართვას მორგებული ფუნქციონალი, მათ შორის ხარჯების დეტალური აღრიცხვის და რესურსების განაწილების მოდულები.

·  უძრავი ქონების გაყიდვების მოდული: დაინერგა სპეციალიზებული მოდული, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლს მოიცავს, ლიდების გენერირებით და დაჯავშნით დაწყებული (CRM-ის გამოყენებით), დაკონტრაქტებით და გაყიდვებით დამთავრებული.

შედეგები: DynamicsAX 2012-ის დანერგვით Mega Holding-ის ფრაგმენტული ოპერაციები ერთიანი და სანდოERP-სისტემით ჩანაცვლდა, რამაც პროექტისა და წარმოების ხარჯების აღრიცხვა გააუმჯობესადა მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობა გაზარდა და კომპანიას უძრავი ქონების გაყიდვების პროცესისმართვის სადავეები მისცა. Proxima Soltions-ის მიერ დანერგილმა გადაწყვეტამ, დამკვეთს სრულ ბიზნესციკლზე უკეთესად დაკვირვების და მართვის საშუალება მისცა.

დაბრუნება