კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგიის საცალო გაყიდვები)
თელმიკოს, რომელიც თბილისის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია და ასობით ათას ოჯახს და კომპანიას ემსახურება, ეფექტიანი ბილინგის სისტემა სჭირდებოდა, რომლითაც API-ების საშუალებით მიღებული მრიცხველის მონაცემებიდან ზუსტი ანგარიშგების შექმნის საშუალებას მისცემდა.
2024 წელს Proxima Solutions-მა თელმიკოში ბილინგის მოდული დანერგა, რომელიც მოქნილ პლატფორმაზე არის დაშენებული. ეს გადაწყვეტა კონკრეტულად თელმიკოს, როგორც ელექტროენერგიის მსხვილი საცალოდ მოვაჭრე კომპანიის საჭიროებებს იყო მორგებული.
პროექტის ძირითადი ეტაპები და შედეგები:
პროექტის დროს, Proxima Solutions-ის გუნდი ბილინგის ყოვლისმომცველი სისტემის მიწოდებაზე იყო ფოკუსირებული:
· მრიცხველების მონაცემების ავტომატური მიღება: ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს მრიცხველების ინფორმაციის შეუფერხებლად მიღებას API-ების მეშვეობით უშუალოდ თელასიდან, რომელიც ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიაა.
· ანგარიშსწორების ავტომატური გაანგარიშება: მოდული პასუხისმგებელია ასობით ათასი მომხმარებლისთვის(როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე იურიდიული პირებისთვის) მოხმარების და გადასახადების ზუსტ გაანგარიშებაზე.
· საგადასახადო ქვითრის: თელმიკოს ფართო აბონენტთა ბაზისთვის სხვადასხვა ფორმატის საგადასახადო ქვითრის ავტომატური გენერირება.
· მასშტაბირებადი Jmix-ის პლატფორმა: Jmix-ის პლატფორმის გამოყენება უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტა მძლავრი, მასშტაბირებადი ადაპტირებადია, რაც კომპანიას სამომავლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და მომხმარებელთა ზრდაში დაეხმარება.
შედეგები: ახალი ბილინგის სისტემის დანერგვით თელმიკომ კომპანიის ოპერაციების სამართავად განკუთვნილი თანამედროვე, ავტომატიზებული და უაღრესად ეფექტიანი სისტემა მიიღო. ეს კრიტიკული გადაწყვეტა უზრუნველყოფს საგადასახადო ქვითრების ზუსტ და დროულ გენერირებას, რაც ამარტივებს თელმიკოს მომსახურების მიწოდების საკვანძო ასპექტს კომპანიის ასობით ათასი თბილისელი მომხმარებლისთვის.